15:19 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

ცნობილია, რამდენ ლარს ჩაურიცხავს სახელმწიფო ფერმერს 1 ჰექტარ მიწაზე

ცნობილია, რამდენ ლარს ჩაურიცხავს სახელმწიფო ფერმერს 1 ჰექტარ მიწაზე

ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც გააჩნიათ მაგალითად, 10 ჰექტარი მიწა და ამშავებენ, მიიღებენ სახელმწიფოსგან დახმარებას 2000 ლარის ოდენობით.

 

თვითდასაქმებულების კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ - სრული ჩამონათვალი
2020-04-28თვითდასაქმებულების კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ - სრული ჩამონათვალი

 

ეს რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები,“- აღნიშნა გახარიამ.

 

დღეს მთავრობა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X