
ვაქცინის გეგმის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ბიუჯეტი 64 333 622-დან 158 190 243 მლნ ლარამდე მერყეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნაიმ განაცხადა.
„რა არის ის საჭიროება რაც გეგმის განხორციელებისთვის მზად უნდა გვქონდეს – შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება 158 მილიონი ლარია, განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს.
ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა კოვაქსის პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაქცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო, რაც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
ნახეთ მოკლედ და დეტალურად: როგორ და სად ჩატარდება ვაქცინაცია






















