
პრეპარატები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მის ავტომობილში აღმოაჩინეს საქართველოში არსებული აფთიაქების უმრავლესობაში ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის „მსხვილ“ აფთიაქებშიც.
ამის გარდა, დღეს გახდა ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული ექსპერტიზის შუალედური პასუხი.
„კურიერის“ ინფორმაციით, დადგინდა იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი, რომლის კვალსაც სპეციალისტებმა ახალგაზრდა გოგოს გვამიდან აღებულ ნიმუშებზე მიაგნეს. სხეულში აღმოჩენილი 4 პრეპარატიდან განსაკუთრებულ აქცენტს გამოძიება მხოლოდ ერთზე აკეთებს.
ასევე დგინდება, რომ ექსპერტიზის შედეგად, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების ნიმუშები, მის ავტომობილში აღმოჩენილ რამდენიმე წამალს ემთხვევა. ასევე, ეს მედიკამენტი ემთხვევა იმ წამალს, რომელსაც გოგონა გაუჩინარებამდე, „Google“-ის საძიებო სისტემაში ეძებდა.























