
თეოლოგი ლევან აბაშიძე სასულიერო პირებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ განწყობებზე საუბრობს.
თეოლოგი არ გამორიცხავს, რომ მათმა ნაწილმა ყოფილ პრეზიდენტს მხარი დაუჭირონ და მისი თავისუფლება მოითხოვონ. ამასთან, ლევან აბაშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სინოდში ერთიანი პოზიცია არ არის.
კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ სასულიერო პირებმა სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა მოითხოვონ, ლევან აბაშიძემ ასე უპასუხა: „როგორ არ არის რეალური? ხომ მოაწერეს ხელი პეტიციას? შეიძლება რამდენიმე გამოჩნდეს, რომელმაც ეს მოითხოვოს“.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ამჟამად 45 უმაღლესი სასულიერო პირი გვყავს, ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები. მე რამდენადაც ვიცი, რამდენიმემ ხელი მოაწერა პეტიციას. მეუფე ნიკოლოზმა შერიგებისა და ქრისტიანული პოზიციიდან გამომდინარე მოაწერა ხელი, თუმცა, მას არ უთქვამს, მიხეილ სააკაშვილი უსამართლოდ არის დაკავებული თუ სამართლიანად. სამწუხაროდ, სინოდში არ არის ერთიანი პოზიცია მოვაწეროთ ხელი თუ არა. ორმა თუ სამმა მოაწერა ხელი პეტიციას და დანარჩენები არ აწერენ. ეს ეკლესიის პოზიციიდან კარგი არ არის“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, მიტროპოლიტების ნაწილმა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი აღნიშნავენ, რომ „საყოველთაო შერიგება“ უნდა მოხდეს და ერთმანეთის დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























