
გეოლოგი ილია ცხომელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მიმდინარე მეწყრული ზონის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ის აცხადებს ფოტოები 4 თვის ინტერვალით არის გადაღებული:
„პირველ სურათზე ჩვენს მიერ ნოემბერში დაფიქსირებული რღვევა, მეორე სურათზე იგივე რღვევა დღევანდელი მდგომარეობით“, – წერს ილია ცხომელიძე.

























