
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, ქვეყანაში სიტუაცია არის ცუდი, მაგალითისთვის კი კონკრეტული რიცხვები მოჰყავს.
„ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო-ოროლა არის, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. ჩვენ ვართ ისეთი პერიოდში, როცა ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება, რატომღაც, როგორც პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა.
რეალობა არის ასეთი – დღეს 125 ცუდად გამხდარიდან 1 იღუპება. რომ გადაითვალოთ ახლა, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 22.























