13:48 | 2021-03-27 ავტორი: Prime Time

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას დღეში იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იყოს აცრილი

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას დღეში იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იყოს აცრილი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განამრტავს, რამდენი ადამიანი უნდა აიცრას იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-65% იყოს აცრილი. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი, ამჟამად კი სულ 4300 ადამიანი გვყავს აცრილი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე და გვაქვს ორი პერსპექტივა. პირველი – ვაქტიურობთ ვაქცინაციის მხრივ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სტაბილური და კარგი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. სამწუხაროდ, თავიდან ძალიან დაბალი აქტივობა იყო. ამჟამად სულ აცრილი გვყავს 4300 ადამიანი, ეს ძალიან ცოტაა.

 

რა ბარიერები შეიძლება შეექმნას ადამიანს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის - გამყრელიძის განმარტება
2021-03-27რა ბარიერები შეიძლება შეექმნას ადამიანს, რომელიც ვაქცინაციაზე უარს იტყვის - გამყრელიძის განმარტება

 

იმისათვის, რომ სამიზნე მონაცემებზე გავიდეთ და წლის ბოლომდე დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი ავცრათ, დღეში უნდა აიცრას 3000 ადამიანი. 15 მარტს დავიწყეთ ვაქცინაცია და მხოლოდ 4300 ადამიანია აცრილი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. საბედნიეროდ, დღეის მონაცემებით, ამ 4 300 ადამიანის გარდა დარეგისტრირებულია კიდევ 11 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე შემოვიდა და მოსახლეობის აცრა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კი მოსახლეობის აცრა 15 მარტიდან უკვე დაწყებულია.

ავტორი: Prime Time

X