11:31 | 2021-08-25 ავტორი: Prime Time

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე ქვეყანაში იმუნური ფენის შესაქმნელად – ივანე ჩხაიძის განმარტება

რამდენი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე ქვეყანაში იმუნური ფენის შესაქმნელად – ივანე ჩხაიძის განმარტება

“თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, უკვე ნოემბრის ბოლოსათვის ზრდასრული მოსახლეობის 60% იქნება აცრილი”,- ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

“ჩვენი გეგმა გულისხმობს წლის ბოლომდე 1 690 000 ადამიანის აცრას. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, უკვე ნოემბრის ბოლოსათვის საქართველო შეძლებს იმის თქმას, რომ მიაღწია ამ მიზანს. ამ შემთხვევაში ქვეყანაში შეიქმნება იმუნური ფენა და პანდემია ჩვენთვის საშიში აღარ იქნება. ამ ტემპებით წლის ბოლომდე ჩვენ 70%-იან ნიშნულს მივუახლოვდებით, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X