21:07 | 2020-04-27 ავტორი: თამთა თორდია

რამდენი ადამიანია საქართველოში გამოკვლეული კორონავირუსზე

რამდენი ადამიანია საქართველოში გამოკვლეული კორონავირუსზე

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%.

 

„ამ მაჩვენებლით საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორი განვითარებითაც ჩვენ ვართ. მივისწრაფვით ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლისკენ და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000-2500 მაჩვენებელზე, ეს იქნება გერმანიის და ავსტრიის მაჩვენებელი.

 

მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება ქვეყანაში მხოლოდ C ჰეპატიტზე ტარდება. საქართველოში მოსახლეობის 65% უკვე გამოკვლეულია, რაც დაახლოებით, 2 მილიონ 150 ათასია.

 

ეს არის მასობრივი ტესტირება.

 

კოვიდმა „ხელი შეგვიშალა“, თორემ 600 ათასს ვაპირებდით და 2021 წელში სრულად უნდა მოვრჩენილიყავით მოზრდილი ადამიანების ტესტირებას C ჰეპატიტზე – 2 მილიონ 800 ათას ადამიანზე. არცერთ დაავადებაზე მასობრივი ტესტირებები არ ტარდება.

 

გარდა ისლანდიისა, 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებლით.

 

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა, ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 496-მდე გაიზარდა.

 

საქართველოში კორონავირუსისგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: თამთა თორდია

X