11:08 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

რამდენი ბილეთი უნდა ისწავლოს პირმა, რომელსაც მართვის მოწმობის აღება უნდა

რამდენი ბილეთი უნდა ისწავლოს პირმა, რომელსაც მართვის მოწმობის აღება უნდა

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტოს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს აახლებს.  შესაბამისად, მართვის მოწმობის აღების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ყველა საჭირო პროცედურით.

 

მანამდე შეგახსნებთ, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ სანამ მართვის მოწმობის აღებას გადაწყვეტს.

 

რამდენი ბილეთი უნდა ისწავლოს პირმა, რომელსაც მართვის მოწმობის აღება უნდა

 

 

ბილეთები არ უნდა ისწავლოთ, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ. სასწავლად შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის იურიდიულ ლიტერატურას ან მიმართოთ ავტოსკოლას:

კატეგორიებში ბილეთები შემდეგნაირად ნაწილდება:

 

  • A, A1 კატეგორიები – 813 ბილეთი

 

  • B, B1 კატეგორიები – 1 032 ბილეთი

 

  • C კატეგორია – 1 034 ბილეთი

 

  • C1 კატეგორია – 1 022 ბილეთი

 

  • D კატეგორია – 932 ბილეთი

 

  • D1 კატეგორია – 915 ბილეთი

 

  • T, S კატეგორიები – 970 ბილეთი

 

  • ტრამვაის კატეგორია – 947 ბილეთი

 

  • B+C1 სამხედრო კატეგორია – 1 401 ბილეთი

 

 

რა საბუთები და თანხაა საჭირო თეორიულ გამოცდაზე გასვლისთვის?

 

 

A ან B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა:

 

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა), ხალხურად – ფსიქო.

 

პირადობის მოწმობა ან ID ბარათი

 

რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე
2020-05-06რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე

 

გამოცდაზე გასვლის საფასურის ბანკში გადახდის ქვითარი (57 ლარი, გადახდა ხდება იქვე, ლიბერთი ბანკის ფილიალში)

 

სხვა კატეგორიების მოწმობის მისაღებ გამოცდებზე, აღნიშნულ სიას ემატება კიდევ ერთი სავალდებულო დოკუმენტი – შესაბამისი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი ცნობა.

 

არასრულწლოვნების (17 წლამდე) სავალდებულო საბუთების სიას ემატება:

 

დაბადების მოწმობის დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)

 

თანმხლები მშობელი (ან მშობლის თანხმობა, დამოწმებული ნოტარიულად)

 

საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა

 

17 წლამდე, ასევე სტუდენტის სტატუსის მქონე პირები თეორიულ გამოცდაზე გასვლისას სარგებლობენ სპეციალური, 17-ლარიანი ტარიფით.

 

 

რა შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე

 

 

მართვის მოწმობის გამოცდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდის.

 

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად. ანუ, თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.

 

სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა.

ავტორი: Prime Time

X