
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ 40 დაინფიცირებულიდან 2 ხანდაზმულია.
12 პაციენტს აქვს პნევმონია, საყურადღებოა 3 ადამიანი, 2 ხანდაზმული, რომლებზეც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს
„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, დაფიქსირებულია 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 30იანვრიდან მოყოლებული იყო 961 შესაძლო შემთხვევა, საიდანაც 40 დადასტურდა. 40 ავადმყოფიდან, ერთი გამოჯანმრთელდა. 39 პაციენტი კი მოთავსებული არიან სხვადასხვა საავადმყოფოში ბათუმში, 3 საჩხერის სამედიცინო საავადმყოფოს ინფექციურში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი კი ინფექციურში. მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 26.






















