
დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.- ამის შესახებ ინფორმაციას დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი, რევაზ კუჭუხიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ძირითადად დელტა შტამი ცირკულირებს.
„ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ნაწილი არის ჟანგბად დამოკიდებული, ნაწილი სტაბილურია. ძირითადად, დომინირებს დელტა შტამი.
გუშინ თანმხლები დაავადების გამო ერთი პაციენტის გადაყვანა მოხდა ჰოსპიტალში. დღის განმავლობაში გვაქვს მზაობა, მივიღოთ პაციენტები. სულ ამ ეტაპზე მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი. მედპერსონალი პროპორციულად ნაწილდება დატვირთვის მიხედვით, ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით“, – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:























