
რამდენი უნდა იყოს ანტისხეულების შემცველობა სისხლში, რომ კოვიდი მოხდილად ჩაითვალოს? – ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე დეტალურად საუბრობს და განმარტავს:
„ანტისხეულები, ანუ იმუნოგლობულინები, ეს არის ცილები, რომლებიც ვირუსის აგებულებაში მონაწილე სტრუქტურებს უტევენ. ანტისხეულების ტესტი სეროლოგიურ ტესტებს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ანტისხეულების ტესტის ჩაბარებისას დგინდება მოიხადეთ თუ არა კორონავირუსი.
ანტისხეულები, ანუ იმუნოგლობულინები ჩვენს სხეულში 2 სახის ცილაა, რომელიც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია. ესენია: „Ig G“ da „Ig M“. როცა გაინტერესებთ, გაქვთ თუ არა კორონა მოხდილი, უნდა გააკეთოთ აქცენტი ანტისხეულ „Ig G“-ზე.
თუ ანტისხეულების ტესტი ჩააბარეთ და პასუხი უარყოფითი მოვიდა, ნიშნავს, რომ თქვენ ან დაავადება არ მოგიხდიათ, ან იმუნური სისტემა ძალიან დაქვეითებულია. ან მესამე, ტესტი ძალიან ადრე ჩააბარეთ.
როდის უნდა ჩააბაროთ ტესტი ანტისხეულ „Ig G“-ზე? ტესტი სხეულში ვირუსის შემოჭრიდან 2-3 კვირის შემდეგ უნდა ჩააბაროთ. 14-დან 24-დღემდეა საჭირო, რომ ტესტმა „Ig G“ იპოვოს.
რამდენი უნდა იყოს სისხლში ანტისხეული, რომ დაავადება მოხდილად ჩაითვალოს? ნახეთ ვიდეო ↓
თუ თქვენს მეზობელს 32 ანტისხეული აქვს და თქვენ 5, არ ნიშნავს, რომ ის მეტად დაცულია. თუ თქვენ 1-ზე ან 1,4-ზე მეტი ანტისხეულის შემცველობა გაქვთ სისხლში, მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენი გაქვთ, ხართ დაცულები“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.























