20:19 | 2021-09-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“რამდენიმე წლის შემდეგ, მე და მაია ისევ ერთად ვართ…” – The talk შოუში სტეფანეს აღიარება

“რამდენიმე წლის შემდეგ, მე და მაია ისევ ერთად ვართ…” – The talk შოუში სტეფანეს აღიარება

გუშინდელ გადაცემა “The talk შოუ” საინტერესო თემებით იყო დახუნძლული. შოუ, რომლის წამყვანებიც, თავიანთი პირადი გამოცდილებით, ღიად საუბრობენ ისეთ თემებზეც კი, როგორიც არის – სექსი, ორგაზმი, პირადი ურთიერთობები და ა.შ. არ უნდა გამოტოვოთ.

 

ჯერ მხოლოდ სამი გადაცემა გავიდა და მაყურებელი უკვე მიხვდა, რომ ამ შოუში სულ სხვა ჭრილში განხილულ თემებს მოისმენენ.

 

სტეფანემ პირველად აღიარა, რომ რამდენიმეწლიანი გაყრის შემდეგ, ის და მაია დარსმელიძე ისევ ერთად არიან.

 

„არავინ დაინტერესდა, რითი ვარსებობდით...“ - როგორ ცხოვრობს ოჯახი თემურ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ
2021-09-29„არავინ დაინტერესდა, რითი ვარსებობდით...“ - როგორ ცხოვრობს ოჯახი თემურ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ

 

სტეფანე: – როდესაც მე და მაიამ ერთმანეთი ამოვწურეთ, რაღაც პერიოდი გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით. ერთმანეთს “ვგრუზავდით”, არანაირი ღალატი არ ყოფილა. ამან იმოქმედა ბავშვზე. მაშინ ფანი დაახლოებით 5 წლის იყო.

 

მე სენსიტიური ვარ და დროზე მირჩევნია პრევენციული ზომების მიღება, რომ ჩიხამდე არ მივიდეს ამბავი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავშლილიყავით.

 

ბავშვი ჩემზეც იყო მიჯაჭვული და მაიაზეც. მივხვდით, რომ ჩვენი ცალკ-ცალკე ცხოვრება უფრო დაუნგრევდა ფსიქიკას. და რახან ჩვენ მეგობრებიც ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ერთ ჭერქვეშ გვეცხოვრა, მოგვესინჯა, შევძლებდით თუ არა ამას.

 

გავიდა ბევრი წელი და ჩვენ ეს შევძელით. ბავშვი ამას არ იმჩნევდა.

 

ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, რადგან ხვალ, არ ვიცით რა იქნება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის შემდეგ, მე და მაია ისევ ერთად ვართ… და ძალიან კარგად ვცხოვრობთ.

 

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X