
საქართველოში, ბოლო 24 საათში უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა ორი. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მესამე მიწისძვრა თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, რატომ ფიქსირდება სოფელ სამებასთან ხშირად მიწისძვრა.
„ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 4 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.
დღესდღეობით შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა. თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე























