20:58 | 2020-11-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რამდენიმეს ინტოქსიკაცია აქვს, ადგილობრივებს სახლებში ჯერ არ უშვებენ – ხანძარი ბელიაშვილზე

რამდენიმეს ინტოქსიკაცია აქვს, ადგილობრივებს სახლებში ჯერ არ უშვებენ – ხანძარი ბელიაშვილზე

ბელიაშვილის 38 ნომერში, ძიუდოს ფედერაციასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სარდაფში, პირველ სართულზე გაჩნდა, რამაც ზედა სართულების ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, მოსახლეები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.

 

2020-11-26"ისაუბრებ დედიკოს და მამიკოს ურთიერთობაზე?!" - მცირეწლოვანი დების დაკითხვის ემოციური დეტალები

 

„20-მდე მოსახლე უვნებლადაა გამოყვანილი. 4 ადამიანს მცირედი ინტოქსიკაცია აქვს მიღებული, რომელსაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს შესაბამის დახმარებას. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ხანძარი“, – განაცხადა კერესელიძემ.

 

ჯერჯერობით, მოსახლეობას საკუთარ სახლებში შესვლის საშუალება არ აქვთ.

 

„ამ დრომდე არ გვიშვებენ სახლში. არ ვიცით სად გავათენებთ ღამეს. ჯერ არც გამგეობიდან მოსულან და არც დევნილთა სამინისტროდან. იმედია, პატარა ბავშვებით ქუჩაში არ მოგვიწევს ღამის გათენება“, – უთხრა „პრაიმტაიმნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X