14:21 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

რამდენიმესაათიანი შეკრება ​ეპიდემიაზე დიდ გავლენას  ვერ მოახდენს – ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომის დღესასწაულზე

რამდენიმესაათიანი შეკრება ​ეპიდემიაზე დიდ გავლენას  ვერ მოახდენს – ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომის დღესასწაულზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღდგომის პერიოდში დაწესებულ შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბროსბ და ამბობს, რომ რამდენიმესაათიაი შეკრება დიდ გავლენას ეპიდემიაზე ვერ მოახდენს. ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ საუბრისას განაცხადა.

 

„21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს დედამ“ - ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსმა იმსხვერპლა
2021-04-05„21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს დედამ“ - ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსმა იმსხვერპლა

 

„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რელიგიური დღესასწაული გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი ვნებათაღელვა იყო წინა აღდგომის პერიოდში და გულწრფელად ვნერვიულობდით ყველანი, რადგან ველოდით, რომ ვერ მოხდებოდა წესებისა და დისტანციის დაცვა. ეს ჩაბარდა წარსულს და ვფიქრობ, ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე ძლიერი ზემოქმედება არ იქნება სწორი, რადგან ეს უკუკავშირს გამოიწვევს. მიმაჩნია, რომ წესების დაცვით მათ ყველა საშუალება უნდა მიეცეთ, თუ დისტანცია და პირბადის გამოყენების წესი უზრუნველყოფილი იქნება, რამდენიმე საათიანი შეკრება რამე დრამატულ ზეგავლენას არ მოახდენს ეპიდემიაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: Prime Time

X