
“რამდენის უფლებას აძლევენ თავს. ბოროტების სავანეა მართლა! არაფერი საერთო ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას არ აქვს ქრისტიანობასთან!”, – ასე გამოეხმაურა „თბილისი პრაიდის” დირექტორი გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ 5 ივნისს 17 საათზე საზოგადოებას ქაშუეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.
“ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია.”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი” რუსთაველზე „ღირსების მარშის” ჩატარებას გეგმავს.






















