12:28 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

“რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე…” – ლევან ზურაბაშვილის და მისი დედის ემოციური დიალოგი სასამართლო პროცესზე

“რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე…” – ლევან ზურაბაშვილის და მისი დედის ემოციური დიალოგი სასამართლო პროცესზე

რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე… – ამ სიტყვებით მიმართა დედას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაზე თავდამსხმელმა, ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას.

 

“დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს”, – ამ სიტყვებით მიმართა შვილს ზურაბაშვის დედამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე და სთხოვა მას, ჩუმად ყოფილიყო.

 

შეგახსენებთ, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაზე თავდამსხმელ ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდიანრეობს.

 

პროკურატურა მოითხოვს, რომ ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს, ხოლო ადვოკატები კი 1 000 ოდენობის გირაოს ითხოვენ.

 

პროკურატურამ ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X