11:03 | 2020-06-09 ავტორი: თამთა თორდია

რამდენჯერ უკითხავს, შენ ახლა ფული გაქვს? – რას ჰყვება ქალი, რომელიც პაატა იმნაძის ოჯახში დამხმარედ მუშაობს

რამდენჯერ უკითხავს, შენ ახლა ფული გაქვს? – რას ჰყვება ქალი, რომელიც პაატა იმნაძის ოჯახში დამხმარედ მუშაობს

მოდელ, მარიამ სანოგოს ბავშვის ყოფილი ძიძა და ახლა უკვე ბატონ პაატა იმნაძის ოჯახის დამხმარე ბელა კუპატაძე „პრაიმტაიმთან“ ყვება, თუ როგორ აღმოჩნდა გაჭირვების ჟამს ყველაზე კარგ ადამიანებთან.

 

როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, როდესაც მას ძალიან უჭირდა, მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში უმშვენიერესი მარიამი და მისი ცხოვრება მთლიანად გააფერადა.

 

„ახლახანს ცუდად ვიყავი“ - რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე
2020-04-24„ახლახანს ცუდად ვიყავი“ - რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე

 

„ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე მძიმე პერიოდი, 2018 წელს მამა და ბებია ერთდროულად გარდაიცვალა. ამან ძალიან იმოქმედა, გაგვიჭირდა.

 

მერე მოხდა ისე, რომ მარიამ სანოგოს დედამთილი და დედაჩემი მეგობრები არიან და ამ პერიოდში მივედი მათ ოჯახში.

 

მარიამმა გამიღო მისი სახლის კარი. მინდა ავღნიშნო, რომ სრულიად უცხო ადამიანები დამიდგნენ გვერდში, ოზურგეთის მეზობლები.

 

მარიამთან ვიყავი 9 თვე, მან გამილამაზა ცხოვრება, მას ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ჩემი სიყვარული ზუკა, რომელმაც ცხოვრება მაჩუქა.

 

მზის სხივი იყო ჩემს ცხოვრებაში და დღე არ გადის, რომ ყოველდღიურად არ ვესაუბრო. მისი შვილის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ახლა მყავს ბატონი პაატა იმნაძის შვილიშვილები სანდრო და ვატო.

 

მარიამმა გამიწია რეკომენდაცია და მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ ოჯახში.

 

ვარ იმნაძეების ოჯახში. მე ვარ ქალბატონ ნუნუსთან და ლიზისთან. მგონია, რომ ჩემს სახლში ვარ. თავს ძალიან კარგად ვგრძობ. არ მთვლიან, როგორც დამხმარე ადამიანს.

 

ნუნუ დეიდა სულ მეუბნება, რომ შენ ჩემი შვილივით ხარო და შვილივით ვყავართ. რამდენჯერ ყოფილა უკითხია შენ ახლა ფული გაქვს?- იცოდე არ მოგერიდოსო.

 

ბატონ პაატასაც ვიცნობ, სულ ამბობს, რომ რასაც ვამბობ ტელევიზიიდან და გაზათებიდან იგივე მიიღეთ ოჯახის წევრებმაო. რეკომენდაციებს ვგულისხმობ“, – ამბობს ბელა კუპატაძე.

 

მისი თქმით, მას ახლა ძალაინ სჭირდება, რომ მის ძმას ოპერაცია დაუფინანსონ.

 

„ახლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს და ძალიან მჭირდება ადამიანი ვინც ჩემს ძმას დააფინანსებს.

 

ჩემს ძმას ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. სისხლძარღვების შევიწროება აქვს და 1 500 დოლარი ჯდება მისი ოპერაცია“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბარში ბელა კუპატაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

X