18:28 | 2021-09-24 ავტორი: Prime Time

რამე გაწუხებს?! – აიცერი.​ გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

რამე გაწუხებს?! – აიცერი.​ გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.

 

საკმაოდ შთამაგონებელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…

 

გიორგი ფხაკაძე არავაქცინირებულებისთვის საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს
2021-09-24გიორგი ფხაკაძე არავაქცინირებულებისთვის საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები.

 

ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში.

 

მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია. სამედიცინო პერსონალი დაიღალა. სამედიცინო აპარატურა დაიღალა

ყველა დაიღალა. უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:

ალერგიული ხარ?! – აიცერი

დიაბეტი გაქვს?! – აიცერი

გული გაწუხებს?! – აიცერი

ვენები გაწუხებს?! – აიცერი

ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი

ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი

ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი

თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი

ჰერპესი გაქვს?! – აიცერი

ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი

ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი

ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time

X