15:27 | 2020-09-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რამიშვილის წყარო კრემლისტურ სააგენტოს წარმოადგენს, რომლის ანგარიშები Facebook-მა გააუქმა 

რამიშვილის წყარო კრემლისტურ სააგენტოს წარმოადგენს, რომლის ანგარიშები Facebook-მა გააუქმა 

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

 

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები ყალბია. აღნიშნულთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა. 

 

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ცოტა ხნის წინ დაასახელა წყარო, რომელმაც სატელიტის კადრები მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება დავით ფურცხვანიძეა. 

 

ვინ არის დავით ფურცხვანიძე? 

 

მიხეილ რამიშვილის წყარო – დავით ფურცხვანიძე პრორუსი ექსპერტია, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

 

Image may contain: 1 person, eyeglasses and closeup

დავით ფურცხვანიძე

 

ფურცხვანიძეს დაფუძნებული აქვს „პოლიტიკური ექსპერტიზის ბიურო“ და საკუთარ თავს უსაფრთხოების ექსპერტად მოიხსენიებს.

 

ის საქართველოში პრორუსული გამოცემების აქტიური რესპოდენტი და „სპუტნიკ ტვ“ის წარმომადგენელია.

 

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ფურცხვანიძე წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი შვილი, დავით ფურცხვანიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ მამამისი ნასამართლევი არასდროს ყოფილა.

 

დავით ფურცხვანიძის პირველი კომენტარი ყალბ მტკიცებულებებზე

 

დავით ფურცხვანიძემ სატელიტის ყალბ მტკიცებულებებზე პირველი კომენტარი გააკეთა. პრორუსი ექსპერტი ირწმუნება, რომ კადრები ავთენტურია და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს.

 

ამასთან ამბობს, რომ საქმეზე სხვა დამატებით დეტალებსაც ფლობს და მზად არის გამოძიებას მიაწოდოს.

 

„მე მაგ საქმეს, დაღუპულის საქმეზე კი არ მაქვს საუბარი, მთლიანობაში მანდ რა საქმეც არის, მაგას მე ახლა კი არა უფრო ადრე ვიკვლევდი და თუ აინტერესებთ მე შემიძლია ვუთხრა. ეს არ არის ჩემი ცენტრაული საკითხი, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა ეს გოგონა არის მოკლული და ეს არ არის თვითმკვლელობა“, – აცხადებთ დავით ფურცხვანიძე. 

 

ფურცხვანიძის კავშირი კრემლისტურ სააგენტო „ნიუს-ფრონტთან“

 

კრემლისტური სააგენტო, „ნიუს-ფრონტის“ ქსელი „ფეისბუქმა“ 30 აპრილს გააუქმა. საქართველოში „ნიუს-ფრონტის“ ოფიციალურ გვერდთან ერთად წაიშალა მისი „ფეისბუქ“ ადმინისტრატორისა და 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა. 

 

სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს პრორუსი ექსპერტი დავით ფურცხვანიძე. „ნიუს-ფრონტის“ ვებ-გვერდზე ვხვდებით მის ანალიტიკურ შეხედულებებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. 

 

დავით ფურცხვანიძის პუბლიკაციებს ასევე აქტიურად ვხვდებით, კიდევ ერთ პრორუსულ სააგენტოზე geworld.ge

 

 

 

„ნიუს-ფრონტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორს, მიხეილ ბენიძეს ესაუბრა. ბენიძე ამბობს, რომ აღნიშნული ქსელის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების პოლარიზაცია, დეზინფორმაციის და პრორუსული გზავნილების გავრცელება. 

 

„მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთი ტაქტიკა რასაც „ნიუს-ფრონტი“ მიმართავდა იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ მიმართული ქმედებები. სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში, ერთი მხრივ, სახელისუფლებო ჯგუფებში ავრცელებდნენ ანტიოპოზიციურ გზავნილებს და მეორე მრხივ, ოპოზიციურ ჯგუფებში ავრცელებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა უწყებების წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს.

 

ეს ცალსახად ხდებოდა ერთი და იგივე ყალბი ანგარიშების მეშვეობით. მოქმედებდა ერთი და იგივე ქსელი, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების პოლარიზაციისკენ იყო მიმართული მათი ქმედებები. გარდა ამისა ანტიდასავლური, პრორუსული გზავნილები ვრცელდებოდა მათი მხრიდან. ცხადი იყო, რომ მათ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ვითარების დაძაბვა“, – აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X