15:44 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

Rammstein-ის სოლისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა – Bild

Rammstein-ის სოლისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა – Bild

ჯგუფი Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ამჟამად მუსიკოსი ბერლინის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

 

ცნობისთვის, გერმანელი სოლისტი მარტში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე კონცერტი გამართა.

 

ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით 47,278 ადამიანია დაინფიცირებული, ამათგან 281 გარდაიცვალა, 5,673 კი განიკურნა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X