11:08 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

Rammstein-ის სოლისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Rammstein-ის სოლისტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გერმანული როკჯგუფის Rammstein-ის სოლისტს, ტილ ლინდემანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯგუფი ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

„გუშინ საღამოს ტილი ჯგუფის ექიმის რეკომენდაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ღამე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, დღეს კი ის სხვა განყოფილებაში გადაჰყავთ, რადგან თავს უკეთესად გრძნობს. კორონავირუსზე ტესტი უარყოფითი მოუვიდა“, – წერია განცხადებაში.

 

Till Lindemann wurde gestern Abend vom Arzt der Band in ein Krankenhaus eingewiesen. Till hat eine Nacht auf der…

Gepostet von Rammstein am Freitag, 27. März 2020

 

მანამდე გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა დაწერა, რომ 57 წლის ლინდემანს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით 50,871 ადამიანია დაინფიცირებული, ამათგან 351 გარდაიცვალა, 6,658 კი განიკურნა.

 

ავტორი: Prime Time

X