01:18 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

რანაირად ვართ დამოუკიდებლები, მოტყუებულნი ვართ ყველა – ასმათ ტყაბლაძის ემოციური ეთერი

რანაირად ვართ დამოუკიდებლები, მოტყუებულნი ვართ ყველა – ასმათ ტყაბლაძის ემოციური ეთერი

აჭარის ტელევიზიაზე სტუმრობისას ასმათ ტყაბლაძემ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა.

 

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ მსახიობმა განაცხადა, რომ ქართველი ერი მოტყუებულია და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

 

„მოტყუებულები ვართ, არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვართ. დამოუკიდებელი ჩვენი ქვეყანა იყო მენშევიკების დროს, ოღონდ ერთი წელიწადიც არ იყო. დამოუკიდებლები ვიყავით ცოტა ხანს ზვიადის დროს.

 

თამრიკო ჭოხონელიძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე პირდაპირ ეთერში სიმღერით მიულოცა
2020-05-26თამრიკო ჭოხონელიძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე პირდაპირ ეთერში სიმღერით მიულოცა

 

ახლა რანაირად არის დამოუკიდებელი, როდესაც ჩემი ქვეყნის იღბალს წყვეტს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა და ამერიკა?! ყველა ჩვენ გვკარნახობს, ყველა თითს გვიქნევს ეს ასე არ გააკეთოთო. რანაირად ვართ დამოუკიდებლები, მოტყუებულნი ვართ ყველა.

 

მე არ ვტყუვდები, ვინც იტყუებს თავს და იძახის დამოუკიდებლები ვართ და ტერიტორია არავის წაურთმევიაო, როგორ არ წაურთმევია, 20% სხვამ წაიღო! რამდენჯერ უნდა გაგლიჯოს ამ ერთი პატარა საცოდავი ქვეყნის ტერიტორია ყველამ. იქით თურქეთს აქვს წაღებული და აქეთ აზერბაიჯანს“, – განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ.

 

თავისუფალი სივრცე

„მოტყუებული ვართ, რანაირად ვართ დამოუკიდებლები? ყველა ჩვენ გვიქნევს თითს“ ამის შესახებ მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ორშაბათი, 25 მაისი, 2020

 

2020-05-25"უკვე იმდენს დავეხმარე, ნულზე დავედი, ქალიშვილის ხარჯზე ვარ" - ასმათ ტყაბლაძე საკუთარი კაფე-ბარების გახსნას ელოდება
ავტორი: Prime Time

X