
ჯორჯ ფლოიდის ძმებმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს ემოციური სიტყვით მიმართეს. ტერენს ფლოიდი აცხადებს, რომ არეულობის მოწყობის ნაცვლად, ისინი მშვიდად უნდა მოიქცნენ.
„მივმართავ მათ, ვინც არეულობას თესავს: რას აკეთებთ თქვენ ყველა? ეს მე ძმას არ დამიბრუნებს!“
– ტერენს ფლოიდი
მონაწილეებს მეორე ძმამ, როდნი პეგუმაც მიმართა:
ისევე გთხოვთ დამშვიდდეთ, როგორც ჩემი ძმა გთხოვდათ ამ ყველაფერს რომ ხედავდეს. მშვიდობა. მშვიდობიანი პროტესტი – ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობის მიღწევას შევძლებთ!
ამერიკის ქალაქებს საპროტესტო ტალღა მას შემდეგ მოედო, რაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებს დაკავებისას უხეში მოპყრობის დროს შემოაკვდათ.
WATCH: Full speech by George Floyd's brother, Terrence Floyd, at site of George Floyd's death. pic.twitter.com/piEcnilzCb
— NBC News (@NBCNews) June 1, 2020






















