16:41 | 2021-03-29 ავტორი: Prime Time

რას ამბობდა გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე – „ეს ხდებოდა გადადგომამდე სამი დღით ადრე“

რას ამბობდა გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე – „ეს ხდებოდა გადადგომამდე სამი დღით ადრე“

გახარია გვარწმუნებდა უმრავლესობას, რომ მელიასთვის იმუნიტეტი მოგვეხსნა – ამის შესახებ „დღის კურიერთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ხდებოდა გადადგომამდე სამი დღით ადრე, უმრავლესობის სხდომაზე.

 

„ჩემთვის გაუგებარია განცხადებები, რაც სამი დღის შემდეგ გააკეთა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

 

ნახეთ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

 

 

ცნობისთვის, 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება დაასახელა.

 

თითქმის 1 თვის შემდეგ 22 მარტს გადადგომის შემდეგ გახარიამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს“.

 

 

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მის ტელეფონზე შეტყობინებები გაიგზავნა - ნახეთ, რა გადაწყვიტა ოჯახმა
2021-03-29მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მის ტელეფონზე შეტყობინებები გაიგზავნა - ნახეთ, რა გადაწყვიტა ოჯახმა

 

ავტორი: Prime Time

X