
ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, სოციალურ ქსელში 4 წლის წინანდელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება“.
„ვერ ვიტყვი, რომ ახლო მომავალში მოდის, მაგრამ საქართველოში დაბრუნდება. მოქალაქის სტატუსს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვერ შეეგუება და როგორც პოლიტიკოსს ისე ვიხილავთ,“ – ამბობდა რამდენიმე წლის წინ ლელა კაკულია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გუშინ, საქართველოში დააკავეს.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















