11:34 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ამბობენ შსს-ში ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების დაკარგვაზე

რას ამბობენ შსს-ში ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების დაკარგვაზე

ბარ „ბაუჰაუსის“ 2 გაუჩინარებული თანამშრომლის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

თბილისში, ერთ-ერთი ბარის თანამშრომლები დაიკარგნენ
2020-08-16თბილისში, ერთ-ერთი ბარის თანამშრომლები დაიკარგნენ

 

ბაუჰაუს“ ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X