19:05 | 2021-11-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალის დათვალიერების შემდეგ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ კლინიკა მზადაა პაციენტს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს.

 

„გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნილური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ MRT-ს აპარატი გამოსულია მწყობრიდან, სიმართლეს არ შეესაბამება. ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული აფდეითი. პაციენტს აუცილებლად მიეწოდება ყველა ის სერვისი შეუფერხებლად, რაც მას დასჭირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X