15:05 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯანდაცვის სამინისტრომ რეაგირება მოახდინა და ფაქტს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

 

მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე შეიყვანეს პროზექტურაში.

EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული  ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან - „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“
2021-10-18EXCLUSIVE: დეტალები გორში გატაცებული ახალგაზრდა ქალის ჩვენებიდან - „მითხრა, რომ ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“

 

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.

 

„რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა ადგილზე, დღეს მათ დასკვნას გავეცნობი და შემდგომ უკვე თქვენ გაგაცნობთ.

 

სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო პარლამენტში შეტანილი და რომელიც დღემდე არ არის განხილული. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს დროულად მიღებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დგას მოპასუხედ საზოგადოების წინაშე, პაციენტების უსაფრთხოების დაცვის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც დაცული იქნება პაციენტების ინტერესი. ჩემთვის რთულად არის გასაგები, თუ რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას, ეს კითხვები სხვაგან უნდა დაისვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

რას ჰყვებოდა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წუხელ თბილისში მოკლული ქალი
2021-10-18რას ჰყვებოდა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წუხელ თბილისში მოკლული ქალი
ავტორი: Prime Time

X