
პაატა იმნაძის თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია.
მისი თქმით, ეს მეთოდი საქართველოში უკვე გამოყენებული აქვთ.
„ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოში ჩვენ ეს მეთოდი გამოყენებული გვაქვს. ინფექციურმა საავადმყოფომ გამოიყენ მძიმე დაავადებების, ყირიმ კონგოს ცხელების დროს. ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ მაშინ, რადგან ჩვენთან ასეთი ავადმყოფი ჯერ არ იყო.
საჭიროა, ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი გვქონდეს, რათა შემდეგ გამოვიყენოთ ახალ მძიმე პაციენტებზე.
ჩვენი კოლეგები, ინფექციონისტები ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ყოველთვის უკეთესია, მკურნალობის შესახებ კითხვები დაუსვათ ინფექციონისტებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















