19:24 | 2021-10-24 ავტორი: Prime Time

რას ამბობს რუსთავის ინციდენტზე დავით კირკიტაძე და რა ჩანს გავრცელებულ კადრებში

რას ამბობს რუსთავის ინციდენტზე დავით კირკიტაძე და რა ჩანს გავრცელებულ კადრებში

დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ რუსთავში, შარტავას ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის ოფისთან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” 20-მდე აქტივისტს დავით კირკიტაძესთან შეხვედრა სურდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რამაც ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რუსთავის საკრებულოს წევრი.

 

დავით კირკიტაძე ამბობს, რომ იგი შეკრებილებს საკითხების მშვიდად განხილვისკენ მოუწოდებდა და სხვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ვნახთ რა ხდებოდა რეალურად შემთხვევის ადგილზე.

 

ავტორი: Prime Time

X