
პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნებამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ანუ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წყარო ყვება, რომ „მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაიკეთა“.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე ოჯახის ახლობელმა გვიპასუხა, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ სააკაშვილის პირად ექიმთან გადაგვამისამართა.
იგივე კითხვით, „პრაიმტაიმმა“ სააკაშვილის ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს მიმართა, რომელმაც თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები:






















