
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სხვადასხვა სეზონზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც იგი ამბობს, გრიპის და კორონას თანხვედრა თუ მოხდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის თითოეული ადამიანს.
„როგორც ადრე ვამბობდით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ კორონა უკან დაიხევდა. ეს ჩანს კიდევაც უკვე, რადგან ქვეყნებში, სადაც საკმაოდ მაღალია ტემპერატურა, ამან კორონას შეჩერება არ გამოიწვია.
რაც შეეხება სხვა სეზონებს, გრიპის და კორონას თანხვედრა თუ მოხდა, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. გრიპი ისედაც მძიმე ტვირთია, სეზონზე ისედაც იწვევს ბევრი ადამიანის ავადობას.
ამიტომ აქედანვე თადარიგი უნდა დავიჭიროთ და ოქტომბრიდანვე დავიწყოთ აცრა გრიპის ვაქცინაზე მანამ, სანამ კორონავირუსის ვაქცინა გვექნება“,- აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.























