20:03 | 2021-07-01 ავტორი: თამარ გონგაძე

რას გეგმავს დათო ევგენიძე ახალ თეატრში – “წლებმა ჩქარი მატარებელივით ჩაიარა”

რას გეგმავს დათო ევგენიძე ახალ თეატრში – “წლებმა ჩქარი მატარებელივით ჩაიარა”

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში 4 ივლისს პრემიერაა. დათო ევგენიძის ნახატებზე, მუსიკასა და ლექსებზე აგებული პერფომანსში თითქმის მთელი დასი მონაწილეობს. პერფომანსი ახალი თეატრის რეპერტუარშია ჩასმული.

 

დადგმის რეჟისურა მანანა ბერიკაშვილსა და დავით დოიაშვილს ეკუთვნის. ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილია.

 

სპექტაკლს ცოცხალი შესრულებით აფორმებს დათო ევგენიძე და ბენდი. სპექტაკლი მის მუსიკალურ და პოეტურ ნაწარმოებებსა და გრაფიკულ ნახატებზეა აგებული.

 

ვიზუალურ გაფორმებაში გამოყენებულია მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები.

 

 

 

 

 

დათო ევგენიძე: – “გლისანდო სიტყვებით” – ასე ჰქვია ჩემს პერფომანსს. ჩემი ბენდით, მთელი პერფომანსის მანძილზე, სცენაზე ვარ და ვასრულებ საკუთარ ნაწარმოებებს. მსახიობები ჩემს პოეზიას კითხულობენ, მოძრაობენ, ჩემი ნახატებით დაპრინტული მაისურები აცვიათ.

 

2000 წლიდან პანდემიამდე წლებმა ჩქარი მატარებელივით ჩაიარა. ჩვენ ამ მატარებელში ვისხედით. რომ გაჩერდა და ჩამოვედით, უკან და წინ გახედვის შესაძლებლობა მოგვეცა.

 

აქ დევს იმ თბილისის ემოცია, საიდანაც მე მოვდივარ, როგორი გახდა ის დღეს და როგორი მინდა იყოს ხვალ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X