11:13 | 2021-12-30 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შემდეგ

რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შემდეგ

„ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტმა ვერ გაამართლა – საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

წარუმატებელი პროტესტის შემდეგ, რას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ბარამიძე საუბრობს. როგორც ბარამიძე აცხადებს, მისი პარტია ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად, ყველა მშვიდობიან ხერხს გამოიყენებს.

არ იფიქროთ, რომ ცხოვრება უსამართლოა, ისწავლე სიცოცხლის ფასი... - ია ნანეიშვილის ინტერვიუ არქივიდან
2021-12-30არ იფიქროთ, რომ ცხოვრება უსამართლოა, ისწავლე სიცოცხლის ფასი... - ია ნანეიშვილის ინტერვიუ არქივიდან

 

„ამ რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა უკანონო და არაადამიანური მოქმედება. კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოიხადეს და აჩვენეს საზოგადოებას, როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი არის ამ რეჟიმის ხელში, როგორც პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი.

 

ჩვენი პარტია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გამოდის მშვიდობიანი ბრძოლის პრინციპებიდან. რაც იქნება საჭირო, ყველაფერი გაკეთდება. წინასწარ ჩამოთვლას არ დავიწყებ, რაც არის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ბრძოლის ფორმა, ყველაფერს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ბარამიძემ.

 

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის მიზნით, “მასობრივი შიმშილობა” დაიწყო.

ჟინვალთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა
2021-12-30ჟინვალთან მომხდარი ავარიისას დაშავებული კაცი გარდაიცვალა

აღსანიშნავია, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე – მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

 

ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X