
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო ორგანოს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რა პერიოდის ეხება საქმე და ვისი შესაძლო დანაშაული იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ თბილისში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოპოვებულია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ახალი კარტოგრაფიული მასალები, ამიტომ ქართულ–აზერბაიჯანული 2006–2007 წლების შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება პროკურატურაში დაწყებული გამოძიება.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.























