
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამომვლენი ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს.
როგორც გაბუნია განმარტავს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში.
„რეგისტრაცია არის გარკვეულწილად ფილტრი, რომ ვიცოდეთ მწარმოებელი ქვეყანა, აქამდე ისტორიულად ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, WHO, NCDC, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ სარეკომენდაციო, ანუ სანდო მიმწოდებლების ნუსხას.
„რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები ყოველთვის არის და ისედაც ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა როგორც მოგეხსენებათ არც ერთის არ არის 100 პროცენტი, ტესტებს აქვს თავისი მახასიათებელი.
პროცედურა ემყარება სარწმუნო წყაროების ვერიფიკაციას, არის თუ არა ქვეყანაში რეგისტრირებული კონკრეტული ტესტი დადგენილი წესით“, – ამბობს თამარ გაბუნია.























