
მარტყოფის მონასტერში კარანტინი მოიხსნა. ამის შესახებ მამა ბემიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მონასტერში 20 დღის განმავლობაში კარანტინი იყო გამოცხადებული, თუმცა არცერთ სასულიერო პირს კორონავირუსი არ გამოვლენია.
კარნტინი ეპისკოპოსის კურთხევით მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრევლის ერთ-ერთ წევრს 12 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა, 11 აპრილს კი ის მონასტერში იმყოფებოდა, ჰქონდა შეხება სასულიერო პირებთან და ეზიარა კიდეც.
„მე მამა ბემიამინმა ვაზიარე სულიერი შვილი, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.
ეპისკოპოსის კურთხევით მონასტერში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.
სახელმწიფომ თქვა, რომ 20 დღე ყოფილა კარანტინის ვადა. ეს 20 დღე გავიდა.
მონასტერში ჩემს გარდა უამრავი ადამიანია, მინიმუმ 70 კაცი და ამ 20 დღის განმავლობაში არავის არაფერი არ გამოვლენია.
ზოგს, რომ ეჭვები აქვს ერთი კოვზით ზიარებაზე – რა საშინელება ყოფილაო. ის ადამიანი რომ ვაზიარე, შემდეგ იმავე კოვზით მე ვეზიარე, სხვა ადამიანიც, რომელმაც თავადაც თქვა, რომ არაფერი არ სჭირს“, – ამბობს მამა ბემიამინი.
მისივე თქმით, ინფიცირებულს ქალბატონს შეხება ჰქონდა, როგორც მონასტერში მყოფ სასულიერო პირებთან, ისე ხატებთნ და სხვა სიწმინდეებთან.
ამის მიუხედავად, მამა ბემიამინის თქმით, ვირუსის გადადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
„თუ იმის შიში გაქვს რომ ერთი კოვზით ზიარებით რაიმე დაგემართება, ჯობია საერთოდ არ მოხვიდე ტაძარში“, – ამბობს სასულიერო პირი.






















