23:23 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

რას მოჰყვა მორიგი შეხლა-შემოხლა ისანში, საოლქო კომისიასთან?

რას მოჰყვა მორიგი შეხლა-შემოხლა ისანში, საოლქო კომისიასთან?

დღეს საღამოს, ისნის საოქლო კომისიასთან სიტუაცია ხელმეორედ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე მივიდა და სხდომაზე შესვლა სცადა.

 

მას ამის საშუალება არ მისცეს სამართალდამცველებმა, რაც საბოლოოდ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, შედეგად კი ოპოზიციის რამდნეიმე აქტივისტი დააკავეს.

 

ცესკოში განმარტავენ, რომ საოლქო კომისიის სხდომებზე საჩუვრების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების, ანუ პარტიების წარმომადგენლებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელს და საერთაშორისო ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს, თარჯიმანთან ერთად.

 

მმართელ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობს, ვინაიდან მათ წარმომადგენლებს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება ისედაც აქვს, ხოლო სხვა არააკრედიტირებულ, გარეშე პირებს, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატებს, თუ თავად დეპუტატებს სხდომაზე დასწრება არ შეუძლიათ.

 

 

ავტორი: Prime Time

X