
“ჭარბი წონისაგან განკურნება თანამედროვე ქირურგიული მეთოდების გამოყენებით ე.წ. კუჭის რეზექციის სახელით არის ცნობილი, რომელიც კუჭის დაპატარავებას გულისხმობს.
აღნიშნულ მეთოდს საზოგადოებისთვის ცნობილმა არაერთმა ადამიანმა მიმართა. ეს უკანასკნელი სამედიცინო მანიპულაცია ბოლო 2 დღეა განსაკუთრებულად აქტუალური გახდა – ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარ ექსპრეზიდენტს სწორედ კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული.
რა არის კუჭის რეზექცია, ვისთვის არის რეკომენდებული და რა პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმართავენ აღნიშნულ ხერხს – “პრაიმტაიმის” ამ სტატიიდან გაიგებთ მოკლე ინფორმაციას კუჭის რეზექციის შესახებ, რომელსაც “ავერსის კლინიკა” აქვეყნებს.
“ჭარბი წონა, როგორც ცნობილია, წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას.
როდის ხდება საჭირო ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება?
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც სიმსუქნე გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში, ანუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35-ს. სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იმატებს სხვადასხვა თანმხლები დაავადების გამოვლენის შემთხვევებიც, რომლებიც აზიანებენ ჯანმრთელობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და ამცირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. იმ შემთხევაში, თუ სხეულის მასის ინდექსი ნორმას (18.5-დან 24.9-მდე) საგრძნობლად აღემატება და ეს მაჩვენებელი 35-დან 45-მდე მერყეობს, ჭარბწონიანობის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ბარიატრიული ქირურგიაა.
კუჭის შუნტირება (Mini Gastric Bypass).
თანამედროვე ბარიატრიულ ქირურგიაში კუჭის შუნტირება ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული.
კუჭის შუნტირების (ბაიპასის) უპირატესობები:
- ჭარბი წონის 70-80%-ის კლება 12-18 თვის განმავლობაში
- შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ით დაავადების დროს 87.5%-ზე მეტ პაციენტს ურეგულირდება შაქრის დონე მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე
- კუჭის შუნტირების დროს წარმოებს მალაბსორბცია და რესტრიქცია ერთდროულად, რაც ამცირებს როგორც კალორიების მიღებას, აგრეთვე მათ შეწოვას ორგანიზმში
- ბაიპასი უფრო კომპლექსური და რთული პროცედურაა, თუმცა წონის კლების ხანგრძლივი და ეფექტური შედეგი აქვს და იწვევს კუჭის სწრაფი დაცლის სინდრომს (Dumping syndrome)
- კუჭის ვერტიკალური რეზექცია(Sleeve Gastrectomy):
- კუჭის ვერტიკალური რეზექცია ყველაზე გავრცელებული ქირურგიული მეთოდია სასურველი შედეგის მისაღწევად.
კუჭის ვერტიკალური რეზექციის უპირატესობები:
- ჭარბი წონის 60-70%-ის კლება 12-18 თვის განმავლობაში
- შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ით დაავადების დროს 66.7%-ზე მეტ პაციენტს ურეგულირდება შაქრის დონე მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე
- კუჭის ვერტიკალური რეზექციის დროს წარმოებს რესტრიქცია, რაც ამცირებს კალორიების მიღებას.
განსაკუთრებულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია კეთდება ორ ეტაპად: პირველ ჯერზე წონის კლებისთვის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, ხოლო მეორედ, ეფექტური შედეგის მისაღებად კი კუჭის შუნტირება – Laparoscopic Gastric Bypass.
ნებისმიერი სახის ბარიატრიულ ოპერაციამდე მიმდინარეობს პაციენტზე დაკვირვება და გამოკვლევა გართულებების თავიდან აცილების მიზნით. ასევე, აუცილებელია, ოპერაციის შემდეგ პაციენტის ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა უსაფრთხო და ეფექტური შედეგის მისაღებად.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















