21:07 | 2021-03-26 ავტორი: Prime Time

რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რა დიაგნოზითაც კახი კალაძე საავადმყოფოში იმყოფება

რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რა დიაგნოზითაც კახი კალაძე საავადმყოფოში იმყოფება

კახი კალაძე საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. დედაქალაქის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდგინდა.

 

“პრაიმ ტაიმი” შეეცადა გაერკვია რას ნიშნავს აღნიშნული სინდომი და რა სიმპტომები აქვს მას.

 

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე აისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.

ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აწუხებდეს:

▪ტკივილი კეფის არეში,
▪თავბრუსხვევა,
▪დისკომორტი კისრის არეში,
▪ყურებში შუილი,
▪წონასწორობის დარღვევა,
▪ყურადღების ცუდი კონცენტრაცია,
▪მხედველობის დაქვეითება,
▪ დაღლილობა და ა.შ.

 

ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში კისრის ოსტეოქონდროზია

ავტორი: Prime Time

X