11:30 | 2021-08-10 ავტორი: Prime Time

„რას ნიშნავს ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ეს ყველას პასუხისმგებლობაა“ – ტიკარაძე

„რას ნიშნავს ვინ იღებს პასუხისმგებლობას? ეს ყველას პასუხისმგებლობაა“ – ტიკარაძე

​ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში კორონავირუსის თემაზე განცხადებას აკეთებს. კითხვაზე – ვინ იღებს პასუხისმგებლობას, მინისტრი პასუხობს, რომ ეს ყველას პასუხისმგებლობაა.

 

„რას ნიშნავს პასუხისმგებლობას ვინ იღებს? ეს ყველას პასუხისმგებლობაა და პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის.

 

 

ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია ამ შემთხვევაში არის შემდეგი, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოსცეს რეკომენდაციები და გვაჩვენოს ის მოსალოდნელი პროგნოზი, რომელიც ნებისმიერი ინფექციის გავრცელებას შეიძლება ქონდეს“,- აცხადებს მინისტრი.

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 54 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 5 697დაინფიცირდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X