
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნებამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა, ანუ ბარიატრიულ ქირურგიას მიმართა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წყარო ყვება, რომ „მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია 23 სექტემბერს ჰოლანდიაში გაიკეთა“.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ ექსპრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე ოჯახის ახლობელმა გვიპასუხა, რომელმაც კითხვაზე საპასუხოდ სააკაშვილის პირად ექიმთან გადაგვამისამართა.
ექიმი სააკაშვილის კუჭის რეზექციაზე ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა დეტალები არ იცის.
„ღამის კურიერში“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებდეს აღნიშნული ჩატარებული ოპერაცია, იუსტიციის მინისტრი ასე პასუხობს:
„ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა შეეხებოდეს ოპერაციას, ბუნებრივია, ეს არის მისი პერსონალური ინფორმაცია და ამ საკითხზე მე ვერ ვისაუბრებ“.
თუმცა იუსტიციის მინისტრმა, დასძინა, რომ სააკაშვილმა მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები:























