21:25 | 2020-05-21 ავტორი: Prime Time

რას საქმიანობენ ედუარდ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი – გიული ალასანია

რას საქმიანობენ ედუარდ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი – გიული ალასანია

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილიშვილების ადგილსამყოფელსა და საქმიანობაზე საუბრობს.

 

„უფროსი შვილიშვილი მუშაობს ბერლინში, სამწუხაროდ ვერ ჩამოდის თბილისში, ლექციებს კითხულობს საქართველოში ონლაინ რეჟიმში. უმცროსი სწავლობს.

მიშამ გამომიშვა, საქართველოში მედიცინა კარგიაო - გიული ალასანია
2020-05-21მიშამ გამომიშვა, საქართველოში მედიცინა კარგიაო - გიული ალასანია

 

 

უფროსი შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ამერიკიდან ბერლინში გადავიდა. იქ რამდენიმე ადგილზე მუშაობს. მისი ცოლი მაგისტრატურაზე სწავლობს და არ მუშაობს.

 

უნდოდათ ჩამოსვლა, მაგრამ არც ფრენაა და სპეცრეისით ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.

 

სანდრა თბილისშია, რამდენიმე ადგილას მუშაობს, საქველმოქმედო საქმიანობა, ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე საქართველოს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს,“- განაცხადა ალასანიამ.

ავტორი: Prime Time

X