17:05 | 2020-06-05 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ირმა ინაშვილის 20 წლის ქალიშვილი

რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ირმა ინაშვილის 20 წლის ქალიშვილი

ირმა ინაშვილი პირად თემებზე საუბრით არ გამოირჩევა. მას ორი შვილი ჰყავს, ნინი და დაჩი.

 

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ქალიშვილი ნინი გუშინ 20 წლის გახდა. ინაშვილმა სოციალურ ქსელში ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებიც მიიღო.

 

მე მასთან თავს დაცულად ვგრძნობ! - ჟურნალისტი ნინო თოლორდავა მეორე ქორწინების შესახებ პირველად ყვება
2020-06-05მე მასთან თავს დაცულად ვგრძნობ! - ჟურნალისტი ნინო თოლორდავა მეორე ქორწინების შესახებ პირველად ყვება

 

ირმა ინაშვილის ქალიშვილს აქტიურობა არ უყვარს. დედისგან განსხვავებით, მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია, თუმცა გენეტიკამ მაინც თავისი გააკეთა და ნინიმ ორი წლის წინ თსუ-ში პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა.

 

უნივერსიტეტში ის ასპროცენტიანი გრანტით მოხვდა. მას სურს მომავალში პოლიტიკური ექსპერტი გამოვიდეს.

 

ნინი და დაჩი დედას ხშირად აკრიტიკებენ და პოლიტიკოსი მათ რჩევებს ითვალისწინებს.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X