12:59 | 2021-12-09 ავტორი: Prime Time

რას სთხოვდა ღმერთს შვილებისთვის, ქმრისგან მოკლული ქალი – ოჯახი, სადაც წუხელ ტრაგედია დატრიალდა

რას სთხოვდა ღმერთს შვილებისთვის, ქმრისგან მოკლული ქალი – ოჯახი, სადაც წუხელ ტრაგედია დატრიალდა

„ღმერთმა ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფოს შვილები.“ – ეს ერთ-ერთი ბოლო პოსტია დედის, რომელიც გუშინ ღამე ხელვაჩაურში შვილთან ერთად მეუღლემ გამოასალმა სიცოცხლეს.

 

გულო ფუტკარაძეს ნათესავები დადებით პიროვნებად ახასიათებენ. ნათესავების თქმით, მამაკაცს, რომელმაც ჯერ ცოლ-შვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

 

შეგახსენებთ, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

გულო ფუტკარაძის ერთ-ერთი ბოლო ფეისბუკპოსტი

 

 

ნახეთ ვიდეო: ხელვაჩაურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

 

ავტორი: Prime Time

X