16:17 | 2020-06-03 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რას უკავშირებს გია ვოლსკი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

რას უკავშირებს გია ვოლსკი გახარიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ვოლსკის თქმით, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეული პიროვნება, რომლის მიმართ მიდის ინფორმაციული შეტევა.

 

უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! - რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს
2020-06-03უნდა ჰქონდეს კავკასიური გარეგნობა და შესაბამისი სტანდარტის ცხვირის მოყვანილობა! - რომან გოცირიძე პრემიერად საკუთარ თავს განიხილავს

 

„ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის” პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

 

არხის ინფორმაციით, მას გადადგომაზე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკა, თავად გიორგი გახარია კი წინააღმდეგი იყო.

 

ინფორმაციას არ ადასტურებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X