
“ტვ პირველის” ჟურნალისტი ვიკა ბუკია სხვადასხვა ეგზიტპოლებს სოციალურ ქსელში სახალისო პოსტით გამოეხმაურა – მან დაწერა, რომ აპოლიტიკურ მეგობრებს უთხრა, არჩევნებში ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვაო.
“ჩემი აპოლიტიკური ,,პადრუგები” მეკითხებიან, ვინ მოიგოო (ანუ ჰგონიათ, რომ ვიცი) და მე ვეუბნები, ირაკლი ალასანიამ-მეთქი და ძაან უხარიათ. კაი ტიპიაო ეგ”. – წერს ბუკია.
აღნიშნულ პოსტს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძეც ხალისით შეხვდა და პოსტს პოსტითვე უპასუხა. როგორც “გამარჯვებული მერის” ცოლი წერს, ოჯახში მილოცვებს იღებენ და თეთრი ცხენის ნაცვლად, “გარუჯულ” ცხენზე ამხედრებული პოლიტიკოსი მეუღლის ფოტოსაც აქვეყნებს…
“ჩვენც ვიღებთ მოლოცვებს,
ცხენის ფერზე ბოდიშს გიხდით, რუჯი აქვს, თორემ თეთრია ისე…” – წერს ნათია ფანჯიკიძე.























